დავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ

“დარწმუნებული ვარ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ძალიან მაგრად და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები არიან შეკრებილები.
დავით ნარმანიამ 2007 წლის 7 ნოემბერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ დღეების გახსენება, ძალიან რთული და მძიმეა.
“ეს არის ძალიან მძიმე და რთული დღე, ამ ყველაფრის გახსენება, იმიტომ, რომ მაშინდელმა რეჟიმმა იძალადა მოქალაქეებზე, იძალადა ტელეკომპანიაზე. ერთია, რომ ამ ყველაფერს ვიხსენებთ და მეორეა, რომ ვერთიანდებით იმისათვის, რომ ჩვენი ღირსეული სიტყვა ვთქვათ, იმ სწორი მომავლისა და იმ სწორი ორიენტირის სასარგებლოდ, რომელსაც თავის დროზე, 6 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ძალიან მაგრად და აუცილებლად გავიმარჯვებთ”,- განაცხადა დავით ნარმანიამ “კვირასთან” საუბარში.
ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში აქცია-მსვლელობა იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები