გოცირიძე 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე: რუსთაველი იყო აყროლებული, სანაგვედ ქცეული, კარვებში ლოთები, ნარკომანები ისხდნენ
პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აქციის დარბევის მიზეზი იყო “აყროლებული, სანაგვედ ქცეული რუსთაველის გამზირი, საკნებში ლოთები და ნარკომანები ისხდნენ”.
“7 ნოემბერს და (მოგვიანებით) მაისის თვეში, რუსთაველი იყო გადაკეტილი 3 თვით. იყო აყროლებული, სანაგვედ ქცეული. 150 საკანი იდგა, რომლებშიც ლოთები და ნარკომანებიდან და პოლიტიკოსებიდან დაწყებული, 3 თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ ქვეყნის ყველაზე მთავარ ქუჩას. და საკანი იდგა ტელევიზიაში, სადაც ყოველი მეორე, ნარკოტიკული თრობის ქვეშ, საშინელებებს გაჰყვიროდა, სამი თვის განმავლობაში!”,-განაცხადა გოცირიძემ.
დღეს, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში აქცია -მსვლელობა გაიმართება. 14:00 საათზე, რუსთაველის თეატრში მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას”წევრები შეიკრიბებიან.
16:00 საათზე კი, თბილისში, ოპერის თეატრთან, სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.