გია ვოლსკი: 7 ნოემბერი, ეს არის გამოხატულება ერთ-ერთი სადიზმის, რაც “ნაცმოძრაობას” ჰქონდა

“7 ნოემბერი, ეს არის გამოხატულება ერთ-ერთი სადიზმის, რაც ნაცმოძრაობას ჰქონდა”, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს.
ამასთან, გია ვოლსკის თქმით, 7 ნოემბრის მძიმე მემკვიდრეობა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დღემდე მოჰყვება.
“7 ნოემბერი, ეს არის გამოხატულება ერთ-ერთი სადიზმის და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების, რაც ნაცმოძრაობას ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეგმენტი და ერთი ეპიზოდია ჩვენი განვლილი ცხოვრების. ეს არის სიმბოლო, ისევე, როგორც, ის ყავარჯნებიანი კაცი იქცა სიმბოლოდ 7 ნოემბრის, თორემ ამის მიღმა უამრავია, რაც არის ჩადენილი და გაკეთებული და უამრავი ხალხი გაუბედურებული, რომელთა მძიმე მდგომარეობა დღემდე მძიმე მემკვიდრეობად მოგვყვება”, – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები