არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი და საქართველოსთვის დამაზიანებელია

“სამწუხაროა, რომ სააკაშვილი საკუთარი ობიექტური პოლიტიკური ინტერესის გამო აზიანებს იმ საერთო სიკეთეს, რაც არის საქართველოში – ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და რაც არის ჩვენი ქვეყნის კულტურის გამორჩეული ნაწილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც “ნაცმოძრაობის” სხვა ლიდერები ვერ შეძლებენ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის იდეის დაკნინებას.
“სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ მოვისმინე, ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადება. თუმცა არ გაკვირვებია არავის და პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. სამწუხაროა, რომ ის საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესის გამო აზიანებს იმ საერთო სიკეთეს, რაც არის საქართველოში – ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და რაც არის ჩვენი ქვეყნის კულტურის გამორჩეული ნაწილი. მე მინდა თქვენ მოგცეთ ერთი პირობა, ამ ქვეყანას ჰყავს და მომავალშიც ეყოლება ღირსეული მასპინძლები და ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერი საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთოს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები