მუდმივი ბინადრობის უფლება 5-წლიანი ვადით შეიცვლება
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება 5-წლიანი ვადით შეიცვლება. ამის შესახებ კალაძემ პარტია „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეის მდგომარეობით 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი.
ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 5-წლიანი ვადით შეიცვლება.
ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში”, – განაცხადა კალაძემ.