ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ შტაბში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი 3 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
საუბარია 30 ოქტომბერს შტაბთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მოწმის სახით ჩატარებული გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც, მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, სადგურის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები