„ერთ-ერთ ამერიკულ სერიალში ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში მიწევს“…

„ერთ-ერთ ამერიკულ სერიალში ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში მიწევს“, – ინფორმაციას კანადაში მოღვაწე ქართველი კინომსახიობი ირაკლი ლომაია ავრცელებს. მის სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე თენდება, სადაც მე ერთ-ერთ ამერიკულ სერიალში ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში მიწევს – რომელი როლიც გადამწყვეტი იქნება კიდევ ერთი წარმატების სვლისა, სადაც ჩემს ნიჭს, არც მეტი და არც ნაკლები, ამერიკელი კინო და მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი – ფრენსის ლოურენსი შეაფასებს. გარდა იმისა, რომ ასეთი წარმატებული რეჟისორის თვალთახედვაში ვიქნები, ამავე სერიალში თამაშობენ ისეთი მაღალი რანგის ჰოლივუდის მსახიობები, როგორებიც არიან:

Jason Momoa
Alfre Woodard
Yadira Guevara-Prip
Nesta Cooper
Sylvia Hoeks
Archie Madekwe
Christian Camargo
Hera Hilmar

ეს როლი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის გადაღებები დღეს იწყება – სადაც მე უსინათლო ბრმას ვთამაშობ.. ვნახოთ, ჩემი ნიჭის იმედი მაქვს, სხვა არაფრის და არავის, მხოლოდ ნიჭის მორჩა და გათავდა!.. და, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის. ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს დავამატებ (კონტრაქტი მიკრძალავს ბევრი რამის თქმის უფლებას – არადა, რამდენი რამე მინდა გითხრათ) და როგორც კი სერიალი გამოვა ამერიკულ კინოეკრანებზე, რა თქმა უნდა, მსოფლიო ნახავს!.. მოკლედ წავედი… წინ გამარჯვებისკენ, გადაღებამდე დარჩენილია ზუსტად 8 საათი.

P.S. – რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად გიტოვებთ ერთ ფოტოს იმ გმირის, რომელიც უსინათლო – მუნჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები