ომის მონაწილეები მიკროავტობუსებში შეღავათებით ისარგებლებენ

დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის შეღავათები დღეიდან ამოქმედდება. მერიის ინფორმაციით, ისინი სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი დედაქალაქის მთავრობა აანაზღაურებს.
“ამჟამად თბილისში 17 ათასამდე ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირია რეგისტრირებული. დღეიდან თითოეულ მათგანს ახალი სამგზავრო ბარათის აღება ვაჟა-ფშაველას 99 ნომერში მდებარე სპეციალურ სერვის-ცენტრში შეეძლება. აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის უკვე არსებული ბარათები ომის ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა მიმდინარე წლის 20 ივლისამდე ახალი ბარათებით უნდა შეცვალონ”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები