მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება მდიდარი შეიხები

“ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქმიმართვის” დროს განაცხადა.
“ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ მუშები არიან ისინი ვინც ჩადის, ინდუსები, იმათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება მაგალითად მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა, როგორც წესი უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურისტის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც, რა თქმა უნდა გერმენელები, ინგლისელები, ამერიკელები, ესენი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება თითოეულ ქართულ ოჯახს, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, მიიღოს შემოსავალი და არა მხოლოდ პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ არის უბნები, სადაც ქართულ ხმას ვერ გაიგებ. მე ეს არ მსიამოვნებს, მე მსიამოვნებს რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებული, ქართული ბიზნესები წამოვიდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები