მიხეილ სააკაშვილმა თავისი და თემურ ალასანიას ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა, სადაც იგი ბიძამისთან, თემურ ალასანიასთან ერთად საუბრობს.
,,ვარშავაში, ლიფტში უბრალოდ ვსაუბრობდი ჩემი ოჯახის წევრთან არაფერზე, მაგრამ მერე ეს ვიდეო გაუშვა იმედმა, რუსების ჩანაწერი. მაინტერესებს რანაირად გაუჩნდა იმედს რუსების ჩანაწერი, თუ ერთად არ მუშაობენ?!”, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქლაივისას”.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიასთან ერთად ზურაბ ადეიშვილის შესახებ საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები