ვერის ბაღის აქციის მონაწილეები 7 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან

ვერის პარკში აქცია „არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დასრულდა. აქციის მონაწილეები შეკრებას 7 ნოემბერს, „პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ აპირებენ.
როგორც დღევანდელ აქციაზე ითქვა, “7 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, თუ როგორი სასტიკი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომლის დაბრუნებაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.”
ვერის პარკში შეკრებილებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილს.
აქციაზე ითქვა ისიც, რომ ისინი უკმაყოფილო არიან „ქართული ოცნების“ მმართველობით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულია ბევრი შეცდომა, მაგრამ მათივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ქართული ოცნება“ დანაშაულებრივი რეჟიმი არ არის”.
საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც დღეს ვერის პარკში შეიკრიბა, აქციების გამართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც აპირებს.
მათივე განცხადებით, დიდი საპროტესტო აქცია არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები