გია ადეიშვილი: მუხტი, რომელიც იყო დღეს ვერის ბაღში, გავა ყველა ქალაქში, ყველა სოფელში

მუხტი, რომელი იყო დღეს ვერის ბაღში, გავა ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, – ამის შესახებ ვერის ბაღში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორმა გია ადეიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ რეგიონებში გასვლას, მაგრამ ეს იქნება ჩვენი თანამოაზრეებისგან მოწვევით. ჩვენ გვინდა, რომ ეს მუხტი გავიდეს ყველა ქალაქში, სოფელში და ამ მუხტში იყოს თითოეული მოქალაქე.
ჩვენი შეკრების მიზანი კი ერთია, რომ ვუთხრათ არა მიშას მოძალადე რეჟიმს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩვენი მიზანია, მოძალადე რეჟიმი არასდროს დაბრუნდეს სათავეში“, – განაცხადა გია ადეიშვილმა.
ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენეს. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები