გიორგი ზერეკიძე: დაუშვებელია, თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ისეთ დესტრუქციულ ძალას, როგორიც “ნაცმოძრაობაა”

დღეს ნამდვილად არ შეიძლება, რომ თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ისეთ დესტრუქციულ ძალას, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ “კვირას” პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი ზერეკიძემ განუცხადა.
ზერეკიძე ვერის ბაღში იმყოფება, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
“დღეს დგას რეალობა, როდესაც შეიძლება ქვეყანაში ისეთი მოძალადე ხელისუფლება დაბრუნდეს, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა”, პირადად მე საკუთარ თავზე ვიწვნიე ეს ძალადობა, როდესაც უსამართლოდ და ძალმომრეობით ჩემს საქმეში გააყალბეს ყველა მტკიცებულება, აბსურდული ბრალდებები წამიყენეს. საზოგადოებას კარგად გვახსოვს, რა ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ქვეყანას ყოფილი ხელისუფლება. დღეს ნამდვილად არ შეიძლება, რომ თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ასეთ დესტრუქციულ ძალას. სწორედ ამიტომ ყველა რესურსს, პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ მათი მობრუნება არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში”,- აღნიშნა გიორგი ზერეკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები