გოგა ხაინდრავა “ნაციონალურ მოძრაობაზე”: წარმოუდგენელია, რომ მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში

ბუნებრივია, საზოგადოება ვერანაირად ვერ დაუშვებს სიძულვილს, ტყუილს, ბოროტებას, რამაც ცხრა წლის განმავლობაში ჩაახშო თავისუფალი ქართველი ხალხის სურვილი, წესიერ ქვეყანაში ეცხოვრათ, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია იმართება.
გოგა ხაინდრავამ ყოფილი ხელისუფლების მმართველობა მწვავედ გააკრიტიკა.
” ისევ ცდილობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ეს ძალა. ეს ყოვლად უპერსპექტივოა და ამას დაადასტურებს უახლოესი დღეები და რაც მთავარია, არჩევნები. წარმოუდგენელია, რომ მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და მჯერა, ამას ყველა გრძნობს“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები