ვატო შაქარიშვილი: ჩვენ ვუსმენთ ხალხს, მათ პრობლემებს, მათ მოსაზრებებს და არასოდეს მივდივართ საზოგადოების წინააღმდეგ

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ვატო შაქარიშვილის თქმით, მეორე ტურისთვის აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია გრძელდება. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება მის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას შეინარჩუნებს და დაიცავს.
„არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებაში ჩართული ვიყავით, ვართ და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, აქტიურ კომუნიკაციას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გამოარჩევს ის, რომ ჩვენ ვუსმენთ ხალხს, ვუსმენთ მათ პრობლემებს, ვუსმენთ მათ მოსაზრებებს და არასოდეს მივდივართ საზოგადოების წინააღმდეგ, რაც არაერთხელ დაგვიდასტურებია.
კამპანია გრძელდება, მეორე ტურია. ბოროტებაზე, ძალადობაზე პირველ ტურში გავიმარჯვეთ და მეორე ტურშიც არ დავუშვებთ, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი საქართველოსი დაბრუნდეს, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი არის თავისუფლება. ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, ვისთან ერთადაც ეს ღირებულება და ეს დიდი მონაპოვარი მოვიპოვეთ, მისი განვითარება, მისი შენარჩუნება და ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, ამას აუცილებლად დავიცავთ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები