დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის გაწვევისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევისთვის მადლობას უხდის. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რათა არ გადედებულიყო კანონპროექტის გაწვევა პარლამენტიდან.
-„ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფთან შეხვედრისას ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააყენა მოთხოვნა, რომ კანონპროექტი კანაფის კულტივაციის შესახებ დღესვე ყოფილიყო გაწვეული. საზოგადოებამ იცის ჩემი მკაცრი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხებოდა კანაფის კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარებისთვის, საზოგადოებისთვის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა. ხელისუფლებამაც ვერ შეძლო ხალხისთვის სწორად აეხსნა ვითარება, რაც კარგად გამოიყენეს ოპონენტებმა. საზოგადოებას შეუძლია ირწმუნოს, რომ მათთვის მიუღებელ კანონპროექტს არც მომავალში მიიღებს საქართველოს პარლამენტი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები