პირს, რომელმაც მეუღლის ძმას ესროლა და მოკლა, 7 წელი მიესაჯა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის,  რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს 7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა არცელებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ძმის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ხ – დ.ვ.-ს  სანადირო თოფიდან გასროლით, ორივე ფეხის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიუხედავად  აღმოჩენილი გადაუდებელი  სამედიცინო დახმარებისა, დ.ვ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 აპრილს „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე  მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი – 7  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები