პრემიერი ზუგდიდის ყოფილი მერის და ვიცე-მერის დაკავებაზე – “გამოძიების დაკავშირება არჩევნებთან საფუძველს მოკლებულია”

“გამოძიება დაწყებულია გაცილებით ადრე არჩევნებამდე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ გააკეთეს განცხადება. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან? არავითარი”, – ეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ზუგდიდის ყოფილი მერის და ვიცე-მერის დაკავების არჩევნებთან კავშირს შეეხებოდა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა მასშტაბის დეზინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას.
„თუ ადამიანებზე გაჩნდა ეჭვები, არსებობს შესაბამისი კითხვები, უნდა დაიწყოს გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და შედეგიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგეს, მკვეთრად და ტრანსფარენტულად, ისე, როგორც საზოგადოება ამას გაიგებს. თუ ადამიანებზე გაჩნდა ეჭვები, არსებობს შესაბამისი კითხვები, უნდა დაიწყოს გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და შედეგიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგეს მკვეთრად და ტრანსფარენტულად, ისე, როგორც საზოგადოება ამას ითხოვს. ეს კავშირი საფუძველს სრულიად მოკლებულია. მაშინ ეს ყველაფერი მოხდებოდა არჩევნების შემდეგ, ან არჩევნებამდე და დასრულდებოდა. ეს არის ყოველდღიური პროცესი, რომელიც უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაში იმის და მიუხედავად გვაქვს თუ არა არჩევნები”,- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, ასეთ შემთხვევებზე იყოს უმკაცრესი რეაგირება.
„როდესაც გამოძიების დაწყება ან დასრულება დაემთხვევა რაღაც თარიღს, ეს სუფთა პროცედურული საკითხია. მთავარია, ასეთ შემთხვევებზე საქართველოში იყოს უმკაცრესი რეაგირება. ვადები შეიძლება ბევრ რამეს დაემთხვეს, არჩევნებს, ან სხვა მნიშვნელოვან თარიღებს, მაგრამ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება ამასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბის დეზინფორმაციას აწვდიან ჩვენს საზოგადოებას. რაც შეეხება მის შტაბში მუშაობას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ – ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ სამართლებრივ სახელმწიფოდ, სადაც არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია. შესაბამისად, სანამ განაჩენი არ დადგება, თავს უფლება არ უნდა მივცეთ ვისაუბროთ კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებაზე. მე შემიძლია მივცე მოქალაქეობრივი შეფასება და გითხარით, როდესაც დგება ასეთი კითხვის ნიშნები, იქ რეაქცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ეს რეაქცია სახეზეა და ეს მოხდა მანამ, სანამ ჩვენ საარჩევნო პერიოდში შევიდოდით”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები