მამა მიქაელ ბოტკოველი: ხელისუფლება მარიხუანას კულტივაციის საშიშროებაში დარწმუნდა

პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კანონპროექტის საშიშროებაში დარწმუნდა. მისივე თქმით, ამ საკითხზე საზოგადოების და ეკლესიის პოზიცია ნათელია.
„​ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ გაევლო კონსულტაციები და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საპატრიარქოში მობრძანდნენ, შეხვდნენ მის უწმინდესობას. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში, მათ დაინახეს ის ძალისხმევა, რომელსაც ეკლესია აქამდე ახორციელებდა და დაინახეს საზოგადოების პოზიცია. შევთანხმდით და პატრიარქთან მათ განაცხადეს, რომ უკან წაიღებენ კანონპროექტს. არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია, ეკლესიის პოზიცია და ისინი ამ ყველაფერს ანგარიშს გაუწევენ”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები