გიორგი გახარია მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე: საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში ეს უდიდესი ცვლილებაა

მარიხუანის მოხმარების ნაწილის რეგულირების ნაწილზე, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უწყების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და წინგადადგმული ნაბიჯია არასრულწლოვნების დაცვის მხრივ.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მოხმარების ნაწილი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საქართველოში ძალაში შევა კანონი, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დააწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში. ამიტომ, მოხმარების ნაწილის რეგულირება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, არის ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი და რაც მთავარია, ეს დაიცავს ახალგაზრდებს, არასრულწლოვნებს და საერთოდ, იქნება უდიდესი ბერკეტი ახალი მომხმარებლების გარშემო. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, ჩვენ, როგორც ინიციატორი მხარე, წრის გაფართოებას არ ვაპირებთ, თუმცა კანონმდებლობა პარლამენტშია და პარლამენტარების თავისი სიტყვა შეუძლიათ, რომ თქვან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები