მწვანე თუ ვერცხლისფერი- თბილისის მერია ავტობუსების ფერთან დაკავშირებით გამოკითხვას ახორციელებს
მწვანე თუ ვერცხლისფერი- თბილისის მერია ავტობუსების ფერთან დაკავშირებით გამოკითხვას ახორციელებს თბილისის მერიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყო. გამოკითხვა ქალაქში ახალი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მწვანე თუ ვერცხლისფერი? – რა ფერის უნდა იყოს თბილისში ახალი ავტობუსები-აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა ათი ათასობით მოქალაქემ მიიღო. მოსახლეობის უმეტესობა მწვანე ავტობუსებს ანიჭებს უპირატესობას. „თბილისს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება. 2019 წლის თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელ ავტობუსებს ახალი, ბრენდირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაანაცვლებს. შერჩევის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
თბილისის მერიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყო.
გამოკითხვა ქალაქში ახალი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
მწვანე თუ ვერცხლისფერი? – რა ფერის უნდა იყოს თბილისში ახალი ავტობუსები-აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა ათი ათასობით მოქალაქემ მიიღო.
მოსახლეობის უმეტესობა მწვანე ავტობუსებს ანიჭებს უპირატესობას.
„თბილისს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება. 2019 წლის თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელ ავტობუსებს ახალი, ბრენდირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაანაცვლებს. შერჩევის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.