აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ დოლოგანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილთან ერთ-ერთი 22 წლის პატარძალია, რომელსაც გუშინ ბათუმში ქორწილი ჰქონდა. მეორე კი 15 წლის მოზარდია.
როგორც “კვირას” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.