გორში მამაკაცმა დედა დაჭრა, ცოლი სცემა და შვილისთვის გაურკვეველი აბების მიცემას ცდილობდა

გორში, ახალგაზრდა მამაკაცმა დედა დაჭრა, მეუღლე სცემა, შემდეგ კი ცდილობდა არასრულწლოვანი შვილსთვის დაუდგენელი დანიშნულების აბები მიეცა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი დაკავებულია. დაკავების შემდეგ მისი სახლიდან ნარკოტიკული საშუალებების ამოღებაც მოხდა.
შესაბამისად მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით აღიძარა. პირველი – 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და მეორე – 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები