”ვივა-მედი” ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას გამართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ ”ვივა-მედში” (ყოფილი ”ლანცეტი”) მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
კლინიკის ექიმი-თერაპევტები ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ. გამოვლენილი ჯანმრთელობის დარღვევების შემთხვევაში, მათ უფასო მკურნალობას, ”ვივა-მედი” თავისივე ბაზაზევე უზრუნველყოფს.
ბენეფიციარების მიღება 10:00 დან 14:00 საათამდე მოხდება. სამედიცინო ცენტრი აღმაშენებლის ხეივანში, მე-12 კმ-ზე მდებარეობს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები