ეკა გიგაურმა სამართალდამცავებს „ფეისბუქში” მიღებული მუქარის შემცველი შეტყობინების გამო მიმართა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ცნობილია იგი პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელს მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების მიღების ფაქტზე ინფორმაციას მიაწვდის.
შეგახსენებთ, რომ ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 16 ოქტომბერს მიმართა. 13 ოქტომბერს ეკა გიგაურმა აგრესიული შეტყობინება მიიღო, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, მუქარასაც შეიცავდა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები