მუხიანში, ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N10 კორპუსში მცხოვრებ ექვს ოჯახს ფართები, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. აღნიშნული ოჯახები N10 კორპუსში წლების განმავლობაში ცხოვრობენ. მათ პირდაპირი განკარგვის ფორმით, პრივატიზების ხელშეკრულებები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ”,- აცხადებენ მერიაში.
ხელშეკრულებები და საკუთრების მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები