სწავლება „დიდგორი 2018“-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ გახსნა.

სწავლების საბოლოო დაგეგმვის კონფერენციაზე ხელმძღვანელობამ მიწვეულ სტუმრებს სწავლების ჩატარების გეგმა, „დიდგორი 2018“-ის პირობითი სცენარი და ადმინისტრაციული საკითხები გააცნო. სწავლების სცენარიდან გამომდინარე, ტოტალურ თავდაცვაში ჩართული სახელმწიფო უწყებები, კომპეცენტიის ფარგლებში, შესაბამის ღონისძიებებს შეასრულებენ და ჰიბრიდული ომისა თუ სხვა გამოწვევების ფონზე ურთიერთქმედებას დახვეწენ.

„დიდგორი 2018“ სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს და კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად. სწავლება ფოკუსირებულია ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე.

სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა სამინისტროებისა და სამსახურების წარმომადგენლები.

სწავლება „დიდგორი 2018“ დეკემბერში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, მთავრობის ადმინიტრაცასა და სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები