ინტერპოლი ქართველს ეძებს, რომელსაც ქალის გაუპატიურებას და მის სადისტურ მკვლელობას ედავებიან

ინტერპოლი მკვლელობის ბრალდებით ეროვნებით ქართველს, 1979 წელს დაბადებულ მამუკა ხეცურიანს ეძებს. იგი წარმოშობით ქუთაისელია. პოლონეთში ქართველი ემიგრანტის ინფორმაციით, მამუკა ხეცურიანმა პოლონელი გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა.
“ამ  ნაგავმა ჩემს ქალაქში, პოლონეთში, ლოძში გოგო გააუპატიურა და შემდეგ სადისტურად დაჩეხა. ინტერპოლით ეძებენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ერთმა ღორის დაგდებმა ყველა ქართველი შეაძულა პოლონელ ხალხს”, – წერს ფეისბუქის მომხმარებელი სოციალურ ქსელში.
მომხდარი დანაშაული პოლონეთში რამდენიმე დღის წინ, 20 ოქტომბერს მოხდა. ხეცურიანმა მკვლელობის მეორე დღეს, 21 ოქტომბერს, პოლონეთი დატოვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები