9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს, ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა

გორში, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ პირს, იაგო ნებიერიძეს, ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბევრი მტკიცებულება არსებობს და დეტალებს უწყება საზოგადოებას ოდნავ მოგვიანებით გააცნობს.
რაც შეეხება 14 წლის წინ მომხდარ დანაშაულს, რომელიც 11 წლის მოზარდის გატაცებას ეხება და რომელშიც ბრალდებული პირის სახელი ფიგურირებს, შს სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, უწყებაში გამოძიება დაიწყო.
„დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და წარედგინა 141-ე მუხლის საფუძველზე, დაემატა მუხლი 141-ე ეს არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“.- განაცხადა კახა საბანაძემ.
9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა გორში, ლიახვის ნაპირზე 25 ოქტომბერს იპოვეს.
დაკავებულია 34 წლის იაგო ნებიერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები