“ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თუ დადასტურდა რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი, 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები.
„ჩვენ ვცდილობდით, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მთელი მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, როგორც სამართალდამცავ უწყებას, შეგვენარჩუნებინა. მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი იმ დღესვე დავაკავეთ, ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მეორე „ქართული ოცნების“. გამოძიებები მიმდინარეობს, ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, ვინც არჩევნების დროს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურს, რადგან პროცესების ჩაშლა არ გვინდოდა”, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი თქმით, თუ ფაქტი დადასტურდა შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. შესწავლა მიმდინარეობს, თუ ფაქტები დადასტურდება, რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები