წვიმა და ნისლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

30-31ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამისა და დილის საათებში შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება.
1-2 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი, ხოლო 1-2 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 29-31 ოქტომბერს +19, +21 გრადუსი იქნება, 1-2 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები