თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, კრწანისის რაიონში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა დადიანის, აბესაძის და კოტე აბხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V და VI კვარტლების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-14 კილომეტრების, ჩაჩავას და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, ხიზამბარელის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, მელითონეთა ქვემო დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, ქინძმარაულის, თამარის და დათო ყიფიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს და ჭირნახილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები