30 ოქტომბერს დაგეგმილი სამუშაოები გადაიდო და გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა არ შეფერხდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „ფერის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე (სოფ. კობი) დაგეგმილი, საბაგირო ტროსების და კაბელების მონტაჟი ვერ ხორციელდება გაუთვალისწინებელი ტექნიკური მიზეზების გამო, შესაბამისად 30 ოქტომბერს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა თავისუფალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები