საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაში. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
აეროპორტი, რომელიც ექსპლატაციაში ნოემბრიდან შევა, მსოფლიოში სიდიდით პირველი აეროპორტი იქნება და წელიწადში 200 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურება.
აეროპორტის გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. აეროპორტის გახსნის ცერემონია თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95 წლის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები