ირაკლი სესიაშვილი: დროული რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, რასაც საზოგადოება ხელისუფლებისგან ითხოვს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ფიქრობს, რომ დროული რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, რასაც საზოგადოება ხელისუფლებისგან ითხოვს. მან გუნდის შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობას სტრატეგიულ ნაწილში ხარვეზი ჰქონდა.
„მადლობა საზოგადოებას, რომ ძალიან სწორი მინიშნება მოგვცა. ყველაზე კარგი ის არის, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ რეჟიმში გვქონდა არჩევნები. ხელისუფლებას სამუშაო გვაქვს არამხოლოდ პარტიული ინტერესების კუთხით, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ძალას, რომელსაც აქვს ამბიცია, მეორე ტურში გაიმარჯვოს, მოჰყვება გაორმაგებული ძალადობა.
თუ ვისაუბრებთ იმაზე, რამდენად სწორი პოლიტიკური სტრატეგია გვქონდა, აქ შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა ვიპოვოთ: რატომ არ დაისაჯნენ ბოლომდე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აშკარად იყვნენ დანაშაულებში შემჩნეული, ჩვენი მომხრეების მიმართ რატომ არ ვიყავით ისეთივე გვერდით მდგომები, როგორც ისინი იყვნენ. შეიძლება, რაღაც ნაწილში სტრატეგიულად შეგვეშალა, შეიძლება, უბრალოდ გამოსავალი არ იყო საერთაშორისო მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან საერთაშორისო საზოგადოებაც თავის დღის წესრიგს გვიყენებდა.
​ახლა, სერიოზული მუშაობა მოგვიწევს და იმედი მაქვს, საზოგადოება გაერკვევა, რა რისკები შეიძლება, მოყვეს ძველი ძალადობრივი ხელისუფლების რაღაც ფორმით დაბრუნებას. ეს აღარ არის პარტიული საკითხი, ეს არის სახელმწიფო ინტერესების მიმართ ზიანის რისკი. აქ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და მეორეს მხრივ, საზოგადოება რასაც ითხოვს ჩვენგან, იგივე ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებზე დროული რეაგირება უნდა გვქონდეს. სულ მცირე, ის მაინც უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ დღეს არის ეს, ხვალ იქნება ეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები