გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებაზე”: ხუთი წელიწადი ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც შეცდომები იყო

ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი “ქართულ ოცნებას” იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც შეცდომები იყო, თუმცა მხოლოდ კრიტიკა მესმოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი შეხედულებით, თუ რა არის პოლიტიკურად სწორი და მცდარი ნაბიჯი, ამის თაობაზე ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ღიად, მათ შორის მედიით, ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ ჯერ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მერე უკვე პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე. ახლა თვითონ შეძლონ, წაიკითხონ ის გზავნილები, რომელიც მათ მისცა საზოგადოებამ. ხუთი წელიწადი ამას ვაკეთებდი, ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც შეცდომები იყო. თუმცა, ხუთი წლის განმავლობაში, მხოლოდ კრიტიკა მესმოდა ამის გამო და უსამართლო თავდასხმები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები