“ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა”

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნები მიმოიხილა. მისი შეფასებით, არჩევნების დღე მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართა.
პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.
“არჩევნების დღემ, ძირითადად, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ის ხარვეზები, რაზეც ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, აუცილებლად უნდა იყოს ყურადღება მიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არამედ მეორე ტურზე. ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დაამატა, რომ არჩევნების პირველი ტური იყო კონკურენტული, რაც მნიშვნელოვანია.
მან მეორე ტურის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები