NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში, მაინც საკმაოდ ნეგატიური იყო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის შეფასებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში, საკმაოდ ნეგატიური იყო.
მისივე განცხადებით, საარჩევნო კამპანიაზე გავლენა მოახდინა სავარაუდო კორუფციის შემთხვევებმა და სამოქალაქო სექტორის მიმართ უარყოფითმა შეტევამ.
” ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციების მიმართ ძალიან ნეგატიური შეტევა იყო, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა კამპანიაზე. გავლენა ასევე მოახდინა სავარაუდო კორუფციის შემთხვევებმაც. ზოგადად, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი, სხვათა შორის, ასევე ხდებოდა მედიისა და ამომრჩევლების ამ პათოსით გაჟღენთის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. რასაკვირველია, მოქალაქეები ელიან უფრო მეტ დემოკრატიას და ჩვენ მოველით, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – აღნიშნა თორნტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები