ბათუმში, ორი ახალგაზრდა დანით დაჭრეს

ბათუმში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ფაქტს წინ მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ, ბათუმის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები