კარალეთის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გორში, სოფელ კარალეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “მინივენისა” და “ბმვ”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. რაც შეეხება დაშავებულებს, სამი მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები