ვაკა გორგილაძე: შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლახავს 50% -იან ბარიერს

პოლიტანალიტიკოსის, ვაკა გორგილაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 50%-იან ბარიერს დამაჯერებლად გადალახავს. მისივე თქმით, “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს შანსი აქვს, გაუსწროს შალვა ნათელაშვილს და დავით უსუფაშვილს.
“მეგობრებო და არა მხოლოდ… მოკლედ, იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც გამაჩნია და მერწმუნეთ, რომ ვფლობ ინფორმაციას, არა მხოლოდ EXIT POLL -ის, არამედ სხვადასხვა მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, შეიძლება დარწმუნებით ითქვას: 1. სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლახავს 50% -იან ბარიერს! 2. მეორეზე ადგილზე გადის გრიგოლ ვაშაძე! 3. ზურა ჯაფარიძეს კი აქვს ყველა შანსი, შევიდეს საპრეზიდენტო რეიტინგის ოთხეულში და გაუსწროს შალვა ნათელაშვილსა და დავით უსუფაშვილს!” – წერს ვაკა გორგილაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები