ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის მხრიდან იყო დესტრუქციის შემოტანის მცდელობა

“საარჩევნო პროცესში, ვფიქრობ, ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა დესტრუქციის შემოტანისა საარჩევნო პროცესში”, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა „პირველ არხს“ ვაკის საარჩევნო ოლქის ნომერ მეთერთმეტე უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას მისცა, რაც მისი შეფასებით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის.
„ვფიქრობ, ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა დესტრუქციის შემოტანისა საარჩევნო პროცესში, მაგრამ მათი ეს მცდელობა, ვფიქრობ, აღმოჩნდა წარუმატებელი და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები