უამინდობის გამო ოთხი ავიარეისი გადაიდო

   თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნისლის გამო შეფერხებით მუშაობს. უამინდობის გამო ოთხი ავიარეისი გადაიდო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ვერ მიიღო ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი და ის ქუთაისში დაეშვა.
“პეგასუსის” ლაინერი სტამბოლიდან არ გამოფრინდა, ხოლო ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინსის” თვითმფრინავი უკან, სტამბოლში დაბრუნდა. ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” თვითმფრინავი თბილისიდან ანკარაში გადაფრინდა და მიუნხენში დაბრუნდა. გადაიდო ის რეისებიც, რომლებიც თბილისიდან უნდა შესრულებულიყო. როგორც მგზავრებს აეროპორტში განუცხადეს, გადადებული რეისები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გადადებული რეისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები