ბიძინა ივანიშვილი: მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა არის (ვიდეო)

“მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
“მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არაა. აუცილებლად 100% -ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები