ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 28 ოქტომბერს, 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინჩათი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ“, – აცხადებენ ცესკოში.
მათივე ცნობით, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი ასეთია: 8:30 საათი; 10:30 საათი; 12:30 საათი; 15:30 საათი; 17:30 საათი; 20:30 საათი. ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ განრიგი საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები