სერგო რატიანი: ცოტა ხნის წინ მივიღე შეტყობინება, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი დეპუტატი სერგო რატიანი სოციალური ქსელის მეშვეობით, წერილს აქვეყნებს, რომელიც ფეისბუქზე პირად შეტყობინებაში მიიღო. წერილში ავტორი აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიანებს მხოლოდ “ნახმარი“ წიგნები დაურიგდათ, რომლებსაც სამუშაო რვეულები არ მოჰყვა.
“ცოტა ხნის წინ მივიღე შეტყობინება, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებ:
„ბატონო სერგო, ერთი ახალი ამბავი უნდა გაცნობოთ და თუ საჭიროდ ჩათვლით, გაავრცელეთ. სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიანებს (მე ცხრა შვილი მყავს) არ დაურიგდებათ ახალი წიგნები, ძველი, ნახმარი წიგნები გადმოგვცეს, რომელთაც, ბუნებრივია, არ მოჰყვება თავისი რვეულები. ასე, რომ ახალი ინიციატივა ასე ჟღერს: ახალი წიგნები – მდიდრებს, ძველი და ნახმარი – ღარიბებს. თან ჩემს მე-10 კლასელ ბიჭს არცერთი წიგნი არ მისცეს, რადგან სკოლაში არ აღმოჩნდა ნახმარი წიგნები“,- წერს სერგო რატიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები