თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები