ახალი მიტოქონდრიული დნმ ლაბორატორია გაიხსნა
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ახალი მიტოქონდრიული დნმ ლაბორატორიის გახსნას დაესწრო.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთი და უნიკალურია მთელი რეგიონის მასშტაბით.
„ახალი ლაბორატორიის საშუალებით ექსპერტებს ეძლევათ შესაძლებლობა უკვე მიმდინარე ექსპერტიზებთან ერთად ჩაატარონ ისეთი სახის ახალი ექსპერტიზები, როგორიცაა ხანდაზმული და დეგრადირებული მასალიდან დნმ-ის აღება და იდენტიფიკაცია“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ლაბორატორიის გახსნას საქართველოს იუსიტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვა მაღალი რანგის პირები ეწრებოდნენ.