“საერთაშორისო პარტნიონების მხრიდან არავითარი კითხვა არ ისმის ჩვენს მიმართ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით”

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ქართულმა მართლმსაჯულებამს განაჩენი გამოუტანა, რაზეც საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები არ აქვს.
“ჩემი წასვლის შემდგომ ეტაპებზე მძიმე იყო ის დასჯის პერიოდები იყო, რომ პასუხისგებაში მიეცა ძალიან ბევრი თანამდებობის პირი ღარიბაშვილის დროს, შემდეგ მოვიდა კვირიკაშვილი, ახლა არის ახალი პრემიერი და დღეს, რაც მთავარია და მთავარი რესურსი დამატებითი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რაც მე მაძლევს უფლებას იმისა, რომ საჯაროდ განვაცხადო, რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს და ერთი წელიწადიც არ დასჭირდება, რომ ძალიან მკვეთრი და ხარისხიანი ვერტიკალი ექნება ყველა შტოს ხელისუფლების და მათ რიცხვში პარტიას. ამის საშუალებას მაძლევს ის, რომ ყოველგვარი ეჭვი ევროპიდან და ასევე სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ჩვენი გუნდის მიმართ, პირადად ჩემ მიმართ, აბსოლუტურად განულებულია. პირიქით, თუ ოდესმე, ვინმეს ჰქონია ურთიერთობა და იმას, რასაც მე ვიხსენებ ჩვენს პარტნიორებთან, დღეს გვაქვს საუკეტესო ურთიერთობა აშშ-სთან. ერთი ეჭვი არ არის ქართულ ოცნებასთან. ყველა “ქართული ოცნებისტი” დღეს მოიხსენიება და არავინ არ სვამს კითხვებს, ესენი არიან პროდასავლურები. ეს არისპროდასავლური პარტია, არავის შეკითხვა არ აქვთ ჩემთან დაკავშირებით, ამის კარგი მაგალითი იყო ის, რომ კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც პროდასავლურად ასევე მოიხსენიება და წავიდა თანამდებობიდან, შეკითხვაც არ დაუსვამთ, რატომ წავიდა და ვინ იქნება? ამაში, გულახდილად გეუბნებიოთ, ასე არ იყო ადრე, ასე არ გახლდათ და არავითარი კითხვენი არ ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიამრთაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს კარგად ჩანს და ყველამ აღიარა, რომ ის სწორად არის დასჯილი. ის დღეს, მე არ ვხმარობ ამ სიტყვებს და ნახეთ, რამდენად კულტურულია ჩვენი გუნდი, არასდროს არ უხმარია არც ერთი გუნდის წევრს და მათ შორის, არც მე, რომ მოგვეხსენიებინა სააკაშვილი კრიმინალად, იმიტომ, რომ დღეს გვაქვს. ქართულმა სასაამართლომ, ჩვენმა სახელმწიფო სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა. ჩვენ შეგვიძლია ეს ტერმინი ვიხმაროთ. ნახეთ, თვითონ რა ტერმინებს ხმარობენ და როგორ იქცევიან. აღარ არის დღეს პრობლემა იმის, რომ პარტნიორები ვარწმუნოთ, რომ ვინ ვართ ჩვენ. ეს არის ძალიან დიდი ტვირთი მოვიშორეთ ჩვენ და ამაზე მიდიოდა დიდი ენერგია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები