ბიძინა ივანიშვილი: ქალბატონი სალომე ძველი ქართულით საუბრობს, რაც ჩემთვის დიდ ხიბლს წარმოადგენს
ქალბატონი სალომე ძველი ქართულით საუბრობს, რაც ჩემთვის დიდ ხიბლს წარმოადგენს, ეს ჩემს ისტორიას მახსენებს და სიყვარულიც მიმძაფრდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს.
„ქალბატონი სალომე ძველი ქართულით საუბრობს, რაც ჩემთვის დიდ ხიბლს წარმოადგენს. ეს ჩემს ისტორიას მახსენებს და სიყვარულიც მიმძაფრდება. ეს საძრახისი არაა. უღირსი ქართველები აძახებენ ქართველი არააო. მთელი პეტიცია გამოაცხვეს, რომ ევროპაში გაზრდილი ჩვენი ქართველი, რომელიც ტიპურად ევროპელია, თურმე ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.